დღის სიახლეებისიახლეები

გორის მერიამ მუნიციპალიტეტის სოფლებში პროექტების განხორციელების მიზნით ტენდერები გამოაცხადა

0
გაზიარება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, იმ პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა მიმდინარეობს, რომლებიც გზების მოხრეშვას, გარე განათებისა და სარწყავი არხების მოწყობას ითვალისწინებს.

„პროექტების მიხედვით, მუნიციპალიტეტის 17 სოფელში (საქაშეთი, ზემო ხვითი, ფხვენისი, კვარხეთი, ახალშენი, არაშენდა, უფლისციხე, ქერე , ოლოზი, ტყვიავი, კარალეთი, პატარა გორიჯვარი, ძევერა , ქიწნისი, სათემო, მეღვრეკისი) გარე განათების მოეწყობა გრძელდება

გარე განათების სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ორი ტენდერი მიმდინარეობს. პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 311 120 ლარია.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სარწყავი არხები 12 სოფელში (ფლავი, გუგუტიაანთკარი, კოშკა, ტურძნისი, ქვემო ნიქოზი, ზემო რეხა, თორტიზა, ჯარიაშენი, პატარა გორიჯვარი, კოშკები, სკრა, რიეთი) მოეწყობა.

ტენდერის პირობების მიხედვით, გზების მოხრეშვა 14 დასახლებულ პუნქტში (ფლავისმანი, კარბი, მერეთი, ბერბუკი, ბერშუეთი, ზემო ნიქოზი, ქვემო ხვითი, შინდისი, მეჯუდისპირი, ნაწრეტი, ახალსოფელი, წიტეუბანი, დიდი ატენი, ზემო ჯებირი) განხორციელდება.

გზების მოხრეშვისა და სარწყავი არხები მოწყობის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების შესყიდვა ერთი ტენდერით ხორციელდება. მისი სავარაუდო ღირებულება 400 105 ლარია.

“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. დასაფინანსებელი პროექტები მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრა.

2023 წელს განსახორციელებელი პროექტები 112 დასახლებულ პუნქტში ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!