დღის სიახლეებიეკონომიკარეგიონებისასტუმროებიშიდა ქართლი

გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn გაისხნება

0
გაზიარება

საქართველოს ბანკი ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკისა და „ვაკა ისტეიტის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში 119-ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. მასში განთავსებული იქნება 3 აპარტამენტი, მოსასვენებელი ოთახი, ბავშვების გასართობი სივრცე და ლაუნჯ ბარი ღია ტერასით. სასტუმრო გააერთიანებს რესტორანს, დახურულ საცურაო აუზს და საუნას. ასევე, სასტუმროში განთავსდება საკონფერენციო და სადეგუსტაციო დარბაზები, ღვინის სარდაფი და ა.შ.

„გორს, როგორც ტურისტულ ადგილს, პოპულარიზაცია სჭირდება და ვცდილობთ, ამ საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ქალაქში ძალიან ბევრი საინტერესო ლოკაციაა და ბევრი საინტერესო ტურის მოწყობაა შესაძლებელი. გორის მიმართულებით არის უფლისციხე, რომელიც ტურისტულად ერთ-ერთი აქტიური ადგილია, ამასთან გორის მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე მეტად მონახულებადი მუზეუმია საქართველოში. ამიტომ ამ ქალაქს და მიმართულებას მეტი პოპულარიზაცია სჭირდება. ვფიქრობ, პოტენციალი ნამდვილად დიდია“, – განმარტა სასტუმროს წარმომადგენელმა, დავით ბოჭორიშვილმა.

„მოხარული ვართ, რომ ბანკის ჩართულობით გორს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ტურიზმის ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!