სავაჭრო სივრცე ორთაჭალაში, დიდი ხეივნის ქუჩის 2 ნომერშია განთავსებული,რომელიც მომხმარებლის განწყობაზე მორგებულ სერვისს და განსხვავებული პროდუქციის ასორტიმენტს ხარისხის მაქსიმალური კონტროლით გთავაზობთ.
კომფორტულ ინფრასტრუქტურასა და პრემიუმ სივრცეში წარმოდგენილია როგორც იმპორტული, ასევე, ადგილობრივი ფერმერებისა და მცირე მეწარმეების ექსკლუზიური პროდუქცია.მათ შორის, „ფრუტ ლოჯისტიკის“ მიერ „გურმანიას“ ბრენდით წარმოებული ჯემების, მურაბების, კომპოტების და საწებლების ფართო ასორტიმენტი, “აუგუსტის” წვენები და ჯემები, სამხრეთ აფრიკული ღვინოების მრავალსახეობა, ქართული ღვინის პრემიუმ ხაზი წინანდლიდან.
„გურმანია“ გთვაზობთ საოჯახო და მცირე მარნების ღვინოებს, ალკოჰოლური სასმელებს “ბენჟი”, “ეფემერა”, ქართული წარმოების ჯინის, „ნეითივ რაჭას“ ხორც-პროდუქტებს, თაფლი „ალპიდას“, „კერკის“ ჩირეული, „ცივის ყველის“ განსაკუთრებული ასორტიმენტი, „პიკანტოს“ ნახევრდამუშავებული ინდაურის პროდუქციას, „სნექის“ არაქისის კარაქი, “სპაისელას” საწებელი, “ბუეთის” და “ჩაისმთის” ქართული ჩაის და სხვა.
პრემიუმ სივრცის კაფეში კი მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს მრავალფეროვანი კერძები, ტკბილეული, ასევე, უგემრიელესი ტონიო ლამბორგინის ყავა და „მანნას“ სურნელოვანი ჩაი. სუპერმარკეტი მომხმარებელს 08:00 საათიადნ 22:00 საათამდე მოემსახურება.
„გურმანია“ ადგილობრივი ინვესტიციითა და Gazelle Finance-ს ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. გურმანია რითეილი თბილისის მასშტაბით კიდევ 10 სუპერმარკეტის გახსნას და ქსელურ მომსახურებას გეგმავს.