ბლოკჩეინ ხიდი, სახელწოდებით Nomad ჰაკერების მორიგი სამიზნე გახდა – კიბერთავდამსხმელებმა ელექტრონული საფულედან სრული თანხა – 200 მილიონი დოლარი მოხსნეს.
ინციდენტის დადასტურების შემდეგ Nomad-მა ტვიტერში დაწერა, რომ როგორც კი ამ თემაზე სიახლე ექნებათ, აუცილებლად გააკეთებენ ოფიციალურ განცხადებას.
Nomad არის ჯვარედინი კომუნიკაციის სტანდარტი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გაგზავნონ და მიიღონ ციფრული ტოკენები სხვადასხვა ბლოკჩეინებს შორის.
კრიპტო საინვესტიციო ფირმის Paradigm-ის მკვლევარმა განმარტა, რომ Nomad-ის უკანასკნელმა განახლებამ მომხმარებლებს გაუადვილა ტრანზაქციების გაყალბება. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეეძლოთ ფულის გამოტანა Nomad-ის ხიდიდან, რომელიც რეალურად მათ არ ეკუთვნოდათ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მკვეთრად გახშირდა კიბერთავდასხმები ხიდებზე. მიზეზად კი, კრიპტო-მომხმარებლების მიერ სხვადასხვა ბლოკჩეინებზე გაზრდილი აქტივების გაცვლა სახელდება.