ბიზნესიესთეტიკაპარტნირები

ჰელიო+ – კლინიკა სპეციალისტი ექიმებითა და სერტიფიცირებული ქირურგებით

0
გაზიარება

ჰელიო + პროფესიონალი სტომატოლოგების გუნდით დაკომპლექტებული კლინიკაა, რომელიც 19 წელია ზრუნავს პირის ღრუს სიჯანსაღეზე.

კლინიკა პაციენტებს სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს. კლინიკის გუნდი შედგება სტომატოლოგი თერაპევტით, ქირურგით, ორთოპედით, ორთოდონტით, ყბა-სახის ქირურგით, პარადონტოლოგითა და  ბავშვთა თერაპევტით.

გარდა ამისა, კლინიკას აქვს თავისი სატექნიკო ლაბორატორია, სადაც მზადდება: მეტალის კერამიკული გვირგვინები, მოსახსნელი კონსტრუქციის პროთეზები,  როგორც ჩვეულებრივი ასევე ელასტოური და ბიგელისებური პროთეზები, ცირკონო კერამიკული გვირგვინები და ვინირები.

კლინიკის სტომატოლოგებს ბავშვებისთვის განსაკუთრებული მიდგომა აქვს, რაც მათ შიშის დაძლევაში ეხმარება. სწორ კომუნიკაციას ამყარებენ მშობლებთან, უხსნიან როგორ დააძლევინონ ბავშვებს შიში და საბოლოოდ კლინიკა ჰელიო + მათთვის დადებით ემოციებთან და ლამაზ კბილებთან ასოცირდება.

კლინიკა აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და აპარატურით, რაც თანამედროვე სტომატოლოგიას უკავშირდება და დაცულია სტერილიზაციისა და დეზინფექციის წესები კანონის შესაბამისად.

ჰელიო + ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის წევრია. კლინიკის უფროსი ქრისტინა ხურცილავა Geobusinessnews-ის ჟურნალისტთან საუბრის დროს აღნიშნავს, რომ გაწევრიანების შემდგომ როგორც ხელმძღვანელი უფრო ინფორმირებული გახდა, სასტერელიზაციო ზონა უფრო მოწესრიგდა და უამრავი გასვლითი პროგრამაც ჩატარდა.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის გუნდის პირველი და მთავარი მიზანია, რომ სტომატოლოგიური კლინიკები არსებულ კანონმდებლობას, რეგულაციებს მოერგოს და თითოეული მოქალაქისთვის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის, უსაფრთხო სამედიცინო/სტომატოლოგიური სერვისის მიღება ხელმისაწვდომი გახდეს. სტომატოლოგებსა და კლინიკებს, რომელთაც არ გააჩნიათ წვდომა  საქართველოში კანონმდებლობით მოთხოვნილი სტანდარტების და არსებული რეგულაციების შესახებ, ჯანდაცვის ლიგა  აწვდის  ინფორმაციას და ეხმარება მათ კლინიკების მოწესრიგებაში, რათა მოხდეს პაციენტების მიღება მოწესრიგებულ, უსაფრთხო გარემოში.

ჰელიო + წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის წევრიც გახდა და ასოციაციის დახმარებით კლინიკის განვითარება იგეგმება.

 

მსგავსი სიახლეები

მასაჟის სახეობები, უპირატესობები და საჭიროებები – საინტერესო რჩევები ფიქრია კუკავასგან

მასაჟი ბერძნული სიტყვაა და ,,ზელვას’’/,,სრესას’’ ნიშნავს. იგი, როგორც სხეულის განკურნების წყარო, შორეული წარსულიდან მოდის. 10 ათასი წლის წინანდელი ქვის ნემსის აღმოჩენამ წერტილოვანი (აკუპუნქტურა) მასაჟის არსებობა დაადასტურა,…

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია სასტუმრო – გორი ინნ • Gori Inn

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

ბიზნეს სამიტი 2023-მა გერმანიაში შექმნილ საერთაშორისო კომპანია-მეამას და სასტუმრო-ეპიზოდს უმასპინძლა

15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართა "ბიზნეს სამიტი 2023", რომელსაც ქართული ბიზნესები ესწრებოდნენ 400 დელეგატისგან შემდგარ სამიტზე პრეზენტაცია გამართეს ქართულმა ბიზნეს…

ისტორიულ შენობაში მდებარე სასტუმრო “ჯორჯია გოლდი” – მყუდრო და სასიამოვნო გარემო თქვენი დასვენებისთვის

2020 წელს ქ. გორში, შეიქმნა სივრცე, რომელიც სასტუმროს, ულამაზესი კაფე-ბარსა და სპორტული სტანდარტების შესაბამის, ქალაქში ყველაზე დიდ საცურაო აუზს აერთიანებს. სასტუმრო ,,ჯორჯია გოლდი’’ ისტორიული შენობაში მდებარეობს, სადაც…

MiniBoss ბიზნეს სკოლა თბილისი წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia - ისა და SuccessCard.ge -ს  მომხმარებლებისთვის MiniBoss ბიზნეს სკოლა თბილისი   წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად ბარათის მფლობელებს გაქვთ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!