საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალ პროექტს იწყებს.
ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აპრილის თვეში ტრენინგის კურსი „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“ განხორციელდება.
ტრენინგის ჩატარების ფორმატი: ონლაინი
ტრენინგის ძირითადი თემატიკები:
ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ჰიგიენის ნორმები.
რეცხვა-დეზინფექციის პროცედურა.
სურსათის უვნებლობა.
ალერგენების მართვა.
სამუშაო ინსტრუქციები.
საკანონმდებლო მოთხოვნები.
ტრენინგი, როგორც განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენელთათვის, ასევე ტურიზმის სექტორში დასაქმების მსურველთათვის არის განკუთვნილი და განხორციელდება შემდეგ რეგიონებში: ქ.თბილისი, იმერეთის კახეთის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში.
დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით მითითებული ელ-ფოსტის მისამართზე.