იაპონურმა Honda-მ ახალი ელექტროსკუტერი შექმნა, რომელიც Honda-ს მიერ 1980-იან წლებში გამოშვებული დასაკეც სკუტერს, Motocompo-ს ჰგავს და რეალურად, მისი პატივისცემისთვის შეიქმნა.
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესი ავტომწარმოებლის მიერ შექმნილი სკუტერის მაქსიმალური სიჩქარე 15 კმ/სთ-ში შეადგენს, ხოლო ელექტროძრავის სიმძლავრე 490 ვატს შეადგენს და მისი სრულად დამუხტვა სამ-ნახევარ საათში შეიძლება.
სკუტერს, ჯამში, 12 მილის, ანუ 19 კილომეტრის გავლა შეუძლია, რაც მიანიშნებს, რომ ამ სატრანსპორტო საშუალების მთავარი დანიშნულება – ქალაქს შიგნით მობილობაა. სკუტერი Honda-ს და Acura-ს ოფიციალურ წარმომადგენლობებში ნოემბრიდან გაიყიდება, ხოლო მისი ფასი $995 იქნება