2023 წლის იანვარ-ივლისი საბანკო სექტორმა 1.575 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დახურა. ინფორმაცია ამის შესახებ IFRS სტანდარტით მომზადებულ კონსოლიდირებულ ანგარიშშია აღნიშნულია, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა.
კონსოლიდირებული მაჩვენებლების მიხედვით, სექტორის საპროცენტო შემოსავალმა 3.991 მლრდ ლარი შეადგინა, საანგარიშო პერიოდში საპროცენტო ხარჯები 1.798 მლრდ ლარი იყო.
7 თვის განმავლობაში კომერციული ბანკები, მოგების გადასახადის სახით, ბიუჯეტში 274.2 მლნ ლარს გადაიხდიან. საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა, რაც შეეხება წინა წლის შესაბამის პერიოდს, 2022 წლის 7 თვე კომერციულმა ბანკებმა 1.129 მლრდ ლარის მოგებით დახურეს.