2023 წლის იანვარ-მარტში, უბილეთო მგზავრობაზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 5-ჯერ მეტი თანხა შევიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს 3 თვეში უბილეთო მგზავრებზე 944,335 ათასი ლარის ჯარიმა გამოიწერა, 2022 წლის იანვარ-მარტში – 198,682 ლარის.
გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 3 თვეში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 83,047 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 55,240 ლარი.
თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარი