საქსტატის ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 47.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.5 პროცენტით შემცირდა და 2 172.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
„2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 75.2 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (412.3 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (290.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (235.0 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 433 მლნ აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 193.0 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 140.1 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.4 პროცენტი),“- საქსტატი“