2023 წლის იანვარ-სექტემბერში ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით (კონსოლიდაციის გარეშე), უბილეთო მგზავრებზე გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა 104%-ით გაიზარდა და 2 809 170 ლარი შეადგინა, ხოლო გასული წლის იანვარ-სექტემბერში – 1 374 488 ლარის ჯარიმა იყო გამოწერილი.
ასევე, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 9 თვეში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 261,864 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 203,861მლნ ლარი.