უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმები შემცირდა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს იანვარში უბილეთო მგზავრებზე 165,416 ლარის ჯარიმა გამოიწერა, 2023 წლის იანვარში – 257,536 ლარის.
თუმცა, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 30,835 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 26,212 მლნ ლარი.