2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარებების ოდენობა იზრდება.
მინისტრის განცხადებით: „სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია 640 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 340 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის: პენსიები და კომპენსაციები – 3 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი; მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებები – 1 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი; მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა დახმარებები – 85 მილიონი ლარი; ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები – 70 მილიონ ლარამდე; დასაქმების ხელშეწყობა – 80 მილიონ ლარზე მეტი; საპენსიო სქემის თანადაფინანსება – 310 მილიონი ლარი; მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამები – 290 მილიონი ლარი“
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსიის ზრდა 65 ლარით, რისი გათვალისწინებითაც: მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, კანონით განსაზღვრული საპენსიო დანამატის ჩათვლით იქნება 438 ლარი; დანარჩენი პენსიონერებისთვის – 365 ლარი; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, რისი გათვალისწინებითაც: მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, ზემოაღნიშნული დანამატის ჩათვლით იქნება 354 ლარი; დანარჩენი პენსიონერებისთვის – 295 ლარი; მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირთა დახმარება იზრდება 65 ლარით; სხვა კატეგორიის შშმ პირთა დახმარების ზრდა 35 ლარით;