უნიკალური ყინულის მოედანი სპორტის,ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა სპორტ კომპლექს „არენა 1“- თან ერთად გახსნა, რომელიც 1100 კვ. მეტრზეა განთავსებული. ყინულის მოედანზე ზამთრის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელ პროფესიონალ სპორტსმენებთან ერთად მოყვარულებიც ივარჯიშებენ.
ფიგურული ციგურაობის ეროვნულ ფედერაციასთან გაფორმებული მემარანდუმი ერთ-ერთი პირველი იყო.
„ეს ობიექტი ბიძგს მისცემს სპორტის ამ სახეობის განვითარებას. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება და დარწმუნებული ვარ ის შედეგები, რაც ჩვენს სპორტსმენებ აქვთ კიდევ უფრო განგრძობადი გახდება და უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევენ“ – სპორტის,ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი
ფონდი და არენა აქტიურად განაგრძობენ ერთობლივ მუშაობას და უახლოეს მომავალში კიდევ ბევრი სიახლის შესთავაზებენ ქართველ სპორტსმენებს.