სულ ახლახან საერთაშორისო კორპორაცია ICR-მა ავეჯისა და სახლის აქსესუარების ახალი ჰაბი ICRHOME გახსნა, რომელიც დღესდღეობით საქართველოში ყველაზე დიდ ჰაბს წარმოადგენს ავეჯისა და სახლის აქსესუარების მიმართულებით.
იგი მოიცავს რვა განსხვავებული კონცეფციის მქონე ბრენდულ მაღაზიას და ჰყავს 300-ზე მეტი პარტნიორი მსოფლიო მასშტაბით. ICRHOME აერთიანებს ბრენდებს: ლაბორატორია ჩემი სახლი, კარე, ნატერიალი, მუდო კონცეპტი, სლიფ ენდ ბედი, ლაით ენდ ლივინგი, ჩემი ოფისი, მობლერ ჰოუმი, სალონ ბაი ლაბორატორი;
მრავალწლიანი გამოცდილების, შესაძლებლობებისა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ICRHOME-ს აქვს შესაძლებლობა, შექმნას საუკეთესო შეთავაზებები, როგორც საცალო ბაზრის მომხმარებლისთვის, ასევე მსხვილი პროექტებისა და სხვადასხვა ბიზნეს სექტორებისთვის.
ახალი ჰაბი აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ში მდებარეობს.