Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ იყიდა Twitter-ის დიდი წილი, გადაწყვიტა არ შეუერთდეს სოციალური მედიის კომპანიის საბჭოს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანიის გენერალური დირექტორი პარაგ აგრავალი ავრცელებს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თავად მასკმა მიიღო.
“მე მჯერა, რომ ეს საუკეთესოა. ჩვენ გვაქვს და ყოველთვის ვაფასებთ ჩვენი აქციონერების წვლილს, მიუხედავად იმისა, არიან ისინი ჩვენს საბჭოში თუ არა. ელონი ჩვენი ყველაზე დიდი აქციონერია და ჩვენ ღია ვიქნებით მისი შენიშვნებისთვის.” – წერს პარაგ აგრავალი სოციალურ ქსელში.
Elon has decided not to join our board. I sent a brief note to the company, sharing with you all here. pic.twitter.com/lfrXACavvk
— Parag Agrawal (@paraga) April 11, 2022
მასკმა ცოტა ხნის წინ გაამჟღავნა, რომ მან შეიძინა Twitter-ის 9%-ზე მეტი აქცია, რაც მას კომპანიის უმსხვილეს აქციონერად აქცევს. მასკის საბჭოში გაწევრიანების გარიგების ფარგლებში, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი დათანხმდა, რომ არ შეიძინა კომპანიის აქციების 14,9%-ზე მეტი, სანამ ის საბჭოში რჩება.
როდესაც გავრცელდა ინფორმაცია მისი საბჭოში დანიშვნის შესახებ, მასკმა ტვიტერში დაწერა , რომ “მოუთმენლად ელოდა Parag & Twitter-ის საბჭოსთან მუშაობას, რათა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოეხდინა Twitter-ში მომდევნო თვეებში!”ბოლომდე არ არის ნათელი, რა გაუმჯობესება ჰქონდა მასკს მხედველობაში. ბოლო კვირების განმავლობაში, მასკმა Twitter-ზე განაცხადა, რომ პლატფორმა არ იძლევა საკმარისად თავისუფალი სიტყვის საშუალებას და თქვა, რომ მან უნდა გახადოს თავისი ალგორითმი ღია წყარო. მან ასევე გამოკითხა თავისი მიმდევრები გასულ კვირას იმის შესახებ, „უნდათ თუ არა რედაქტირების ღილაკი“, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო მოთხოვნადი.
გადაწყვეტილების შესახებ მასკს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.