საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მოხსენებისას აზარტული თამაშების აკრძალვასთან დაკავშირებით ისაუბრა. ღარიბაშვილის განცხადებით, 1 500 000-ადამიანს შეეზღუდა წვდობა აზარტულ თამაშებზე. მისივე თქმით, კომპანიებმა ბიუჯეტში გადასახადების სახით 110 მილიონი ლარი გადაიხადეს.
„პარლამენტმა ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა ჩვენს ამ ინიციატივას და შევცვალეთ კანონები, რაც გასაკეთებელი იყო, გავაკეთეთ. 1 500 000-ს ადამიანს შევუზღუდეთ ეს მავნე, მომაკვდინებელი თამაშები. ამან, რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქართველ ხალხს დაუზოგა თანხებიც და ა.შ. იმ თანხებს სხვა რაღაცებში მიმართავენ”.