წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით “ბიზნეს სამიტი 2023” გაიმართება, რომელსაც 400 დელეგატი დაესწრება. სამიტი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით.
15 ოქტომბერს “ბიზნეს სამიტი 2023” Future Laboratory-ს დამფუძნებელს, ირაკლი ქაშიბაძეს უმასპინძლებს თემით: ტექნოლოგიური პროგრესის გავლენა ბიზნესზე და ინვესტირება სტარტაპებში
ირაკლი ქაშიბაძეს 15 წლიანი გამოცდილება აქვს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. ტექნოლოგიური წინსვლისა და ინოვაციების ხელშეწყობის ვიზიონერმა, 2016 წელს დააარსა ორგანიზაცია, რომელმაც მნიშვნელოვნად ჩამოაყალიბა საქართველოს ლანდშაფტი. მისი მნიშვნელოვანი წვლილი მოიცავს ისეთ სათავე პროექტებს, როგორიცაა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, მრავალი ტექნოპარკის, Fablabs-ის, უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიების დაარსება და ძალიან ცნობილი “სტარტაპ საქართველო” პროგრამა.
ირაკლი ქაშიბაძის ხელმძღვანელობით ორგანიზაციამ წარმატებით განახორციელა 12 პრეაქსელერაციული/აქსელერაციის პროგრამა, ტრენინგები და 110-ზე მეტი სტარტაპის გაძლიერება. ამ ინიციატივებმა არა მხოლოდ აჩვენა თავიანთი გამოცდილება, არამედ მოიზიდა მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ბ-ნი ქაშიბაძის ზემოქმედებას და გავლენას საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემაზე.