დღის სიახლეებიეკონომიკატურიზმიტურიზმი, დასვენება და გართობა

ისრაელის წამყვანი ტელეკომპანია I24 საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სიუჟეტებს ამზადებს

0
გაზიარება

ისრაელის წამყვანი ტელეკომპანია I24 საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემებსა და სიუჟეტებს ამზადებს.  ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება.

პრეს-ტურის ფარგლებში არხის I24-ის ჟურნალისტები თბილისს, მცხეთას, ყვარელს, სიღნაღს და ბოდბესა ეწვევიან.  ისრაელის მედიის წარმომადგენლებმა გადაიღეს ეროვნული მუზეუმი და  დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი.

„ისრაელი ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზარს წარმოადგენს, რომელიც ძალიან სწრაფად მზარდია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მარკეტინგული აქტივობების განხორციელება ამ მიმართულებით. ამჟამად ვმასპინძლობთ პოპულარული გადაცემის ჟურნალისტებს, რომლებიც არამხოლოდ ისრაელში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით გადასცემენ სატელევიზიო პროგრამას. ტურის ფარგლებში მომზადებული გადაცემები და კლიპები ტელევიზიასთან ერთად ინტერნეტ პლატფორმებით გავრცელდება. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დამატებითი შესაძლებლობაა მაქსიმალურად გავაცნოთ ისრაელის ბაზარს ჩვენი ტურისტული პოტენციალი“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

„საქართველოს შესახებ ბევრი რამ ვიცოდი როგორც ჟურნალისტმა. ისრაელში სატელევიზიო გადაცემას ვუძღვები კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ყოველთვის გვინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, რომელიც გამოირჩევა ისტორიით და მოგზაურებისთვის ძალიან საინტერესო ადგილია. საქართველოს შესახებ ყოველთვის კარგი წარმოდგენა მქონდა თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. საქართველოში ბევრი ტურისტია ისრაელიდან, სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ და ვამზადებთ გადაცემას. მე ამერიკელი ვარ, 10 წელია ისრაელში ვცხოვრობ და სულ მესმის საქართველოს შესახებ. თქვენი ქვეყნის შესასწავლად  ისრაელში ქართველებს შევხვდი, ასევე იმ ტურისტებს ვინც საქართველოში მოგზაურობდა. ისრაელში ყველას უყვარს საქართველო, ეს ძალიან პოპულარული მიმართულებაა”,-აცხადებს გადაცემის წამყვანი ემილი ფრანცისი.

პრეს-ტურის ფარგლებში ერთ საათიანი გადაცემა მომზადდება  საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და სამზარეულოს შესახებ სატელევიზიო პროგრამაში „“The Holy Land Uncovered TV Special“.  ისრაელის ტელევიზია 30 წუთიან ეპიზოდებს, 5-7 წუთიან რეპორტაჟებსა და 30 წამიან ვიდეო რგოლს ამზადებს.

I24  მთელ  მსოფლიოში მაუწყებლობს სატელიტური და საკაბელო პლატფორმების საშუალებით, ასევე სოციალურ მედიაში (Facebook, Twitter, Instagram, Youtube).

მსგავსი სიახლეები

2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა, მათგან ორმა კი გამოცდა ჩააბარა და მართვის მოწმობა თავიდან აიღო. მართვის უფლება ყველაზე მეტ…

ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ₾30 მლნ-ს გადაეცემა, ყოველი მატჩის მოგებისთვის კიდევ – ₾30 მლნ-ს- ფონდი „ქართუ“

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის…

ბინებზე ფასი 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით არის გაზრდილი

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!