2020 წელს ქ. გორში, შეიქმნა სივრცე, რომელიც სასტუმროს, ულამაზესი კაფე-ბარსა და სპორტული სტანდარტების შესაბამის, ქალაქში ყველაზე დიდ საცურაო აუზს აერთიანებს.
სასტუმრო ,,ჯორჯია გოლდი’’ ისტორიული შენობაში მდებარეობს, სადაც ძველად სასტუმრო ,,ინტურისტები’’ ფუნქციონირებდა. 2020 წელს მოხდა სასტუმროს რებრენდინგი, განახლდა როგორც შიდა, ასევე გარე ინფრასტრუქტურა.
45 სტუმარზე გათვლილ სასტუმრო “ჯორჯია გოლდს” საუკეთესო ადგილმდებარეობასა და ხელმისაწვდომ ფასებთან ერთან მიმზიდველს ის თბილი და მყუდრო გარემო ხდის, რომელიც ამ სივრცეში იქმნება.
სტუმრების კომფორტსა და მათ მოთხოვნებზე ორიენტირებული სასტუმრო გთავაზობთ:
- სპორტული სტანდარტების შესაბამისი, გორში ყველაზე დიდი საცურაო აუზი;
- ულამაზესი კაფე-ბარი, როგორც ქართული ასევე ევროპული სამზარეულო;
- ფიტნეს აერობიკის, აქვა აერობიკის და იოგის უფასო კურსები;
- ტრანსფერების ორგანიზება და განხორციელება ნებისმიერი მიმართულებით;
,,ჯორჯია გოლდი’’ კვლავ აგრძელებს განვითარებას, ყოველდღიურად მუშაობს მომსახურეობის დონის გაუმჯობესებაზე, თანამშრომლობს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორთან და ტურისტულ კომპანიებთან.
კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართულ სტუმარ-მასპინძლობის სფეროში და ხელს უწყობს რეგიონში ტურისტული სექტორის განვითარებას.