იტალიის ქალაქ ნეაპოლში ტურისტულ ქუჩაზე ცალმხრივი საფეხმავლო მოძრაობა დაწესდა
იტალიის ქალაქ ნეაპოლში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ქუჩა Via San Gregorio Armeno-ზე ცალმხრივი მოძრაობის წესი შემოიღეს.ხალხის გადაჭარბებული თავმოყრის შემთხვევაში პოლიციას უფლება მიეცა, ქუჩა მთლიანად გადაკეტოს.ცალმხრივი მოძრაობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფს, რომლებიც ზოგჯერ ხალხში იჭედებიან და მასიდან თავის დაღწევას ვეღარ ახერხებენ.
მერია იმედოვნებს, რომ ქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს ჭყლეტვისგან დაიცავს, რომელიც შესაძლოა, „საშობაო“ ტურისტების ძლიერი ნაკადის გამო წარმოიქმნას. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
Via San Gregorio Armeno ათ წელზე მეტია, საფეხმავლო ქუჩაა, სადაც, როგორც წესი, დიდი სირთულის გარეშე გადასაადგილებლად საკმარისი სივრცეა. თუმცა წლევანდელ შობას ქალაქში იმდენი ტურისტი ჩავიდა, რომ ქუჩა გადაიტვირთა.
2023 წლიდან ბარსელონას ძველ ქალაქში გიდებს მხოლოდ 20-კაციანი ტურისტული ჯგუფების შეყვანის უფლება მიეცათ, ხოლო 2023 წლის იანვრიდან ვენეცია მსოფლიოში პირველი ქალაქი გახდება, რომელშიც შესვლა ფასიანი იქნება.