დღის სიახლეებისიახლეები

იტალიის ტოსკანას რეგიონის ხელისუფლება გრანტის სახით 10,000-დან 30,000 ევრომდე გადაუხდის პირს, ვინც ტოსკანაში საცხოვრებლად გადავა

0
გაზიარება

იტალიის ტოსკანას რეგიონის ხელისუფლებამ ახალი პროგრამა წამოიწყო, რომელიც იქ საცხოვრებლად გადასვლის მსურველებისთვის თანხის გადახდას ითვალისწინებს – ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.

პროგრამა, სახელწოდებით, “რეზიდენცია მთებში” (Mountain Residence) ივნისში დაიწყო და რეგიონში მოსახლეობის კლების სტაბილიზაციის მცდელობის ნაწილია. სპეციალურად შექმნილი საერთო ფონდი 2, 8 მლნ ევროს შეადგენს, საიდანაც რეგიონის სოფლად დასახლების მსურველები დაფინსანსდებიან.

ფონდი გრანტის სახით 10,000-დან 30,000 ევრომდე გადაუხდის პირს, ვინც ტოსკანაში საცხოვრებლად გადავა და სოფლის სახლს განაახლებს, რომელშიც უნდა იცხოვროს.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პროგრამის მიზანია, “მთის ტერიტორიების ხელახალ დასახლებას, მის სოციალურ-ეკონომიკური აღორძინებას ხელი შეუწყოს და ეს პროცესი ამ ტერიტორიების მარგინალიზაციის საპირწონედ წაახალისონ.”

გრანტი სახლის რემონტის ღირებულების 50%-ს დაფარავს ტოსკანას 76-იდან ერთ-ერთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 5,000-ზე ნაკლები დარჩა. ამ პატარა ქალაქებს შორის არის სან-კაშანო-დეი-ბანი, რომელიც თავისი თერმული აუზებით არის ცნობილი; ასევე, მიქელანჯელოს კაპრეზე, რომელიც რენესანსის მხატვრის მშლობლიური მხარეა და კუნძული, კაპრაია-იზოლა.

პროგრამა ხელმისაწვდომია იტალიელებისთვის, ევროკავშირისა და მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში გრძელვადიანი, მინიმუმ, 10-წლიანი ბინადრობის ნებართვა აქვთ. აპლიკანტები, რომლებიც მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, ვალდებული არიან, ტოსკანას საკუთრება მათი მთავარი საცხოვრებელი სახლი გახადონ.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 27 ივლისს იხურება.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!