2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,4% შეადგინა, წლიური ინფლაციის დონე კი 0,3% იყო, – ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2023 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,2% შეადგინა,თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 3.1%-ით განისაზღვრა.
სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფის ფასების წლიური პროცენტული ცვლილება შემდეგნაირად გადანაწილდა:
სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები 11,1%-ით გაიზარდა, რაც 0,59 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები უმეტესწილად მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- საფინანსო მომსახურება – 27,9%;
- პირადი ჰიგიენა – 9,0%;
ფასებმა მოიმატა საცხოვრებელი, წყლის, ელ.ენერგიისა და აირის ჯგუფშიც, სადაც მატებმა 4,9% შეადგინა. ჯგუფის წვლილი წლიურ ინფლაციაში 0,51% არის. ფასები გაიზარდა:
- საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთების ქვეჯგუფში და ზრდამ 12,3% შეადგინა;
- ფაქტიურლი გადასახადი საცხოვრებლებზე – 10,3%-იანი ზრდა;
ფასების 6,9%-იანი კლება დაფიქსირდა ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში, რაც -0,57 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე:
- 17,3%-ით შემცირდა ფასები აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე;
- 12,5%-ით გაიზარდა ფასები ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე;
- 6,4%-ით გაძვირდა საავადმყოფოების მომსახურეობა;
ალკოჰოლური სასმელები და თაბაქოს ჯგუფის პროდუქტები გაძვირდა 6,3%-ით, რაც 0.43
პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია:
- ალკოჰოლურ სასმელებზე – 7,5%-ით;
- თამბაქოს ნაწარმზე – 5,0%-ით;
წინა წელთან შედარებით 1,2%-ით მოიმატა ფასებმა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, თუმცა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ აქვს გამოყოფილი ის ქვეჯგუფები და პროდუქტები, რომლებიც გაძვირდა.
ფასების კლებაა აღწერილი ტრანსპორტის ჯგუფში, სადაც ფასები 12,1%-ით შემცირდა, რაც -1,53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე:
- ფასი შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 18,6%-ით;
- ამასთან ერთად, 3,8%-ით გაძვირებულია სატრანსპორტო მომსახურება;