2023 წლის ივნისში მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ 235 საჩივარი დაფიქსირდა, რაც 158%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. .
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის ივნისში პრეტენზიები სამომხმარებლო სესხებსა (216 განაცხადი) და სალომბარდე სესხებზე ( 8 განაცხადი) დაფიქსირდა.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, 2023 წლის ივნისში შესული საჩივრებიდან 211 ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე მოდის, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება – 14 განაცხადი; ხოლო 8 სხვა გადასახდელებზე.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს ივნისში 235 საჩივრიდან 33 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 191 საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, ხოლო 11 საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული. მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკების, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.