ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა 2020 წლიდან ზრუნავს ქართველი სტომატოლოგებისა და პაციენტების უფლებათა დაცვისთვის. ლიგა უკვე ათასზე მეტ სტომატოლოგსა და სტომატოლოგიურ კლინიკას აერთიანებს.
ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის გუნდის პირველი და ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოერგოს სტომატოლოგიური კლინიკები არსებულ კანონმდებლობასა და რეგულაციებს და თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის, უსაფრთხო სამედიცინო/სტომატოლოგიური სერვისის მიღება. სტომატოლოგებსა და კლინიკებს, რომელთაც არ გააჩნიათ მომსახურებისთვის განკუთვნილი სპეციალური გარემო და პირობები ლიგა აწვდის საკანომდებლო ინფორმაციას და ეხმარება მათ კლინიკების მოწესრიგებაში, რათა მოხდეს პაციენტების მიღება მოწესრიგებულ გარემოში.