SALENEWS CARD (ყველა ფასდაკლება ერთ ბარათში) -არის წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) პროდუქტი, რისი მეშვეობითაც ბარათის მფლობელებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ ფასდაკლებით ასოციაციაში გაწევრიანებული კომპანიების პროდუქციასა და სერვისებზე (სასტუმროები, რესტორნები, სილამაზის ცენტრები, აუზები, ფიტნეს კლუბები, ავეჯის მაღაზიები, სტომატოლოგიური კლინიკები, სამშენებლო და სარემონტო მაღაზიათა ქსელები, ბრენდული მაღაზიები, ბავშვთა სპორტული და კულტურული წრეები და ა.შ)
ქართული ჯარი, მეხანძრე–მაშველი, პოლიციელი, ექიმი, მასწავლებელი– ეს ის ხალხია, რომელზეც სახელმწიფო დგას და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მათი სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა იყოს ღირსეული. ზუსტად ამ მიზნით შეიქმნა Salenews Card, რაც მათ ანაზღაურებაზე ერთგვარი დანამატია, ბონუსი, რაც ფასდაკლებებიდან გაკეთებული დანაზოგიდან საკმაოდ სოლიდურ თანხას აგროვებს. ამ პროექტის ფარგლებში, წარმატებულმა ქართულმა ბიზნესის ასოციაციამ გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა და დახმარება გაეწია ადამიანების კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე მყოფი პერსონალისთვის და ბარათი, რომელშიც ვირტუალურადაა ჩაშენებული ყველა ფასდაკლება ერთ სივრცეში, მათთვის სიმბოლურ ფასად – 5 (ხუთი) ლარად გადაეცა, ხოლო ბარათის მოქმედების არეალი მათთვის საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანი გაეხადა.
აღნიშნული მიზნით salenews.ge-ზე განთავსდა უკვე 500-მდე ობიექტი, ხოლო მათი ჩამონათვალი დღითიდღე იზრდება და ფართოვდება. ბარათის მომხმარებელი ფასდაკლებას მიიღებს ყველა მიმართულებით: სასტუმრო, რესტორანი, ესთეტიკის ცენტრები, ბარები, სალონები, მაღაზიები, სასწავლებლები და ა.შ., ხოლო ბარათის მოქმედება მისი ონლაინ შეძენისთანავე იწყება. აღნიშნული ბარათი არა მხოლოდ მფლობელის, არამედ მისი მთლიანი ოჯახის ხარჯებს შეამცირებს.