jobs.ge-ზე წლიურად ვაკანსიების რაოდენობა 81%-ით გაიზარდა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, კვლევის თანახმად, 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, 32 301 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 81%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 69%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 1.4% შეადგინა.