ლეგენდარული მუსიკოსის, ჯონ ლენონის უკანასკნელი წერილი აუქციონზე Gotta Have Rock and Roll გაიყიდა.
გამოცემის ინფორმაციით, ანონიმურმა მყიდველმა The Beatles-ის წევრის წერილი 63 750 დოლარად შეიძინა. წერილი საბეჭდ მანქანაზეა აკრეფილი, მისი ადრესატი კი ლენონის ბუღალტერია.
ჯონ ლენონი 1980 წლის 8 დეკემბერს, ნიუ-იორკში მოკლეს. მარკ ჩეპმენმა მუსიკოს ორჯერ ესროლა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ლენონ ჩეპმენს ავტოგრაფი მისცა.