ბორჯომიდან ახალციხის მიმართულებით 7 კილომეტრში სოფელი ლარები მდებარეობს, გზის მარჯვენა მხარეს კი „ჯომარდობა ბორჯომში“ ბანაკია განთავსებული, რომლის აღმნიშვნელი ბანერი განსაკუთრებით ექსტრემის მოყვარულებს შეუმჩნეველი ვერ დაგრჩებათ.
ბანაკში განთავსებულია: ტენისის მაგიდები, ფრენბურთის ბადე, ფაზლები, ბადმინტონები,მშვილდი და სხვადასხვა გასართობი აქტივობებისთვის საჭირო ინვენტარი. საბანაკე ტერიტორია ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, შესაბამისად ვიზიტორებს, გარდა ჯომარდობისა და საბანაკე სივრცეში ყოფნისა, შეგიძლიათ ცხენების ტურით ნაკრძალში გაისეირნოთ, სადაც ძალიან ლამაზი ბუნებაა!
კომპანია „ჯომარდობა ბორჯომში“ დამფუძნებელი, დავით აბულაძე GeoBusinessNews.com-თან ჯომარდობასთან დაკავშირებით საწყის ეტაპებს იხსენებს და ამ ექსტრემალური სპორტის შეთავაზებებზე საუბრობს
„ბორჯომიდან 10 კილომეტრში არის სოფელი ჩითახევი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. 2010-2011 წლებში, როგორც მოყვარულმა,პირველად ვიჯომარდე, ძალიან მომეწონა და ოცნებად მექცა, რომ როგორმე ამ სპორტში მოვხვედრილიყავი. 2016-2017 წლებში იყო ევროპის თასის და ევროპის ჩემპიონატი ბორჯომში, რომელშიც ვიასპარეზე. ამ საერთაშორისო ჩემპიონატებით უფრო მეტად პოპულარული გახდა ჯომარდობა საქართველოში. დღესდღეობით, 4 კომპანია არის ბორჯომში და ყველა ამ ლოკაციიდან ვეშვებით. ყოველდღიურად ვახორციელებთ ჯომარდობას, შეიძლება იყოს 2 ან 10 ნავი, კორპორატიულ ტურებსაც ვაწყობთ, რომლისთვისაც წინასწარი ჯავშანია საჭირო. გარდა ჯომარდობისა ჩვენ ვაკეთებთ ტურებს. მაგ: კომპანიებს სურვილის შემთხვევაში ტრანსპორტირებას ვუკეთებთ, ბანაკში განთავსებას და კვებას ვთავაზობთ,გვაქვს მენიუ, რომლის სურვილისამებრ დაკორექტირება შესაძლებელია.
2022 წლიდან დავბანაკდით სოფელ ლარების მიმდებარედ და სეზონისთვის მზადება დავიწყეთ. ბევრი სამუშაო განხორციელდა, რადგან ეს ტერიტორია ძალიან მოუწესრიგებელი იყო. თავდაპირველად მოვაწყეთ გასახდელები, სველი წერტილები,საშხაპეები, ხოლო გარე სივრცეში განვათავსეთ საქანელები, ჰამაკები და პუფები.
ჩვენთან გამოცდილი და კვალიფიციური ინსტრუქტორების დახმარებით თქვენი უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცულია. ყოველი ჯომარდობის დაწყებამდე ტარდება ინსტრუქტაჟი: თითოეულ დეტალს ვუხსნი რა, როგორ ხდება წყალში და როგორ უნდა მოიქცნენ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში მაგ. ნავი ამოყირავდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან მოსულ სტუმრებს განვუმარტოთ, თუ რომელიმეს აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა და მისთვის არ შეიძლება ჯომარდობა, მაშინ უარს ვეუბნებით ნავში ჩაჯდომასა და წყალში დაშვებაზე.
ჩვენთვის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად ყველა მონაწილე აღჭურვილია ფორმით: ჟილეტებითა და ჩაფხუტებით. ვამოწმებთ წყლის დონეს და ღირს თუ არა იმ მომენტში ჯომარდობა. ვცდილობთ, ჩვენთან გატარებული დრო, მათთვის საუკეთესო მოგონებად იქცეს.
გადავწყვიტეთ რომ გავაკეთოთ საცოცი კედელი, ხელოვნურად და რამდენიმე კოტეჯი ჩავდგათ, რადგან მოთხოვნა მაღალია. ჩვენ არ ვართ დიდი კომპანია, თუმცა გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა და უკვე წლებია ამ საქმეს საკმაოდ წარმატებულად ვასრულებთ. ერთი რამ ფაქტია, ამ კუთხით განვითარებას არ შევწყვეტ! ყოველდღიურად და ყოველწლიურად ვცდილობ რაღაც ახალი შევძინო ჩვენს კომპანიას და ჩვენს ბანაკს“ – დავით აბულაძე
ჯომარდობის, სიგრილის, ექსტრემის მოყვარულებო „ჯომარდობა ბორჯომში“ საუკეთესო არჩევანია დაუვიწყარი მოგონებების და ემოციების შესაქმნელად. თქვენს კომფორტსა და უსაფრთხოებაზე კი პროფესიონალი გუნდი იზრუნებს