დაბადების დღის ცენტრი „ჯოიფული“ მხიარული ბიჭუნა ჯოის სურვილით დაარსდა, ყველაფერი კი მის დაბადების დღეზე დაიწყო, მაშინ ბიჭუნა 5 წლის ხდებოდა.
ჯოი განსაკუთრებით ემზადებოდა ამ დღისთვის, მეგობრებს მოსაწვევები დაურიგა, დედასთან ერთად დღე დაგეგმა, სახლიც ლამაზად გააფორმა და წვეულებაც დაიწყო.
ჯოის დედამ მხიარული პროგრამა მოიფიქრა, ბავშვები სასრიალო ოთახში შეიყვანა, რომელიც ნაირ-ნაირი ბურთებით იყო მორთული, სრიალით და ბატუტზე ხტუნვით გული რომ იჯერეს ბავშვებმა მეორე ოთახში გადაინაცვლეს სადაც მხიარული ჯამბაზი საოცარი ილეთებით ართობდა მათ, ზღაპრის სხვადასხვა პერსონაჟები კი პატარებთან ერთად ცეკვავდნენ და მხიარულობდნენ.
გახარებული ბავშვები ჯულიეტა ბებიას ტკბილმა ღვეზელებმა უფრო მეტად გაახარა და აი ტორტის ჩაქრობის და საჩუქრების გახსნის დროც მოვიდა. ჯოი ძალიან ბედნიერი იყო, მას არ უნდოდა რომ მისი დღე დასრულებულიყო, თუმცა მოსაღამოვდა, ბავშვებს ძილი მოერიათ, ჯოის მადლობა გადაუხადეს და სახლებისკენ გაეშურნენ.
ჯოი წამიერად დანაღვლიანდა, თუმცა ის ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო და თავში კარგმა აზრმა გაუელვა, მან გადაწყვიტა დედასთან და ბებიასთან ერთად დაბადების დღის ცენტრი გაეხსნა, სადაც ყველა ბავშვს უმასპინძლებდნენ, დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს აჩუქებდნენ და ჯოიც სულ დაბადების დღეებზე იქნებოდა, მას ხომ ეს ძალიან უყვარდა.
“ჯოიფული” გიმასპინძლებთ მხიარული ბიჭუნა ჯოი, რომელიც გთავაზობთ ყველაზე მხიარულ გასართობ პროგრამას, ხოლო ბებია გემრიელ კერძებს მოგიმზადებენ, ჯოის დედა კი მშობლების გართობასა და დადებით განწყობაზე იზრუნებენ.
მისამართი : თბილისი, ც. დადიანის ქ. 195
ნომერი : 571 81 11 88