დღის სიახლეებისიახლეები

კადრების დეფიციტის მოგვარების ერთ-ერთ გადაწყვეტად სამუშაო ძალის შემოყვანა მოიაზრება – ტაბატაძე

0
გაზიარება

საქართველოს ბაზარზე გაჩნდა ისეთი დაწესებულებები, რომლებიც მომხმარებელს ქართულ ენაზე აღარ ემსახურებიან და მომსახურებას მხოლოდ უცხო ენაზე სთავაზობენ. HR კომპანია “ინსორსის” დამფუძნებელი მედეა ტაბატაძე აღნიშნული პრობლემის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ქვეყნიდან მუშახელის გადინებას და მათი იმპორტირებული კადრებით ჩანაცვლებას ასახელებს.

როგორც ის BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ განმარტავს, იმპორტირებული მუშახელის პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში მუშაობს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ თანამშრომლებს იმ ენაზე არ შეეძლოთ მომსახურების გაწევა, სადაც ისინი მუშაობენ. საქართველოში ამ პრაქტიკის გამოცდა მიმდინარეობს და ის ეტაპობრივად უფრო აქტიური იქნება.

„ზოგადად სამუშაო ძალის დეფიციტის მოგვარების ერთ-ერთ გადაწყვეტად სამუშაო ძალის შემოყვანა მოიაზრება. ეს პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში გამოცდის პროცესშია. აქ საუბარი არ არის მხოლოდ წინა ხაზის პერსონალზე, სუპერმარკეტებსა თუ კაფე-ბარებში. აქ მოიაზრება საოფისე საქმეების შემსრულებელი და მაღალანაზღაურებადი კადრებიც.

რაც შეეხება ქვეყნიდან მუშახელის გადინებას, პირველ რიგში ადამიანები ვინც ქვეყანაში სამსახურს ტოვებენ და მიდიან, ძირითადად ანაზღაურების მიზეზით მიდიან. თუმცა არის სხვა დანარჩენი მიზეზებიც, რის მოგვარებასაც მეტი ინვესტიცია სჭირდება. ამას გარდა, სჭირდება ორგანიზაციის მენეჯმენტისგან არამხოლოდ მზაობა, არამედ ცოდნა როგორ უნდა გაკეთდეს ეს“ – ამბობს HR კომპანია “ინსორსის” დამფუძნებელი.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!