კრის ჯენერი ყველა იმ ბიზნეს წამოწყებიდან, რომლებსაც მისი ქალიშვილები ფლობენ, 10%-ს იღებს. გარდა ბრენდებისა, კარდაშიან -ჯენერები დიდი ოდენობის თანხას სოციალური მედიის პლატფორმებიდანაც გამოიმუშავებენ.
კარდაშიან-ჯენერების ოჯახის ქონება 2 მილიარდ დოლარზე მეტია,კიმ კარდაშიანი ინსტაგრამის ერთი პოსტიდან დაახლოებით 1,4 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. კაილი და კენდალ ჯენერები, 1,1 და 1 მილიონი დოლარს, ქლოის და კორტნის ერთი პოსტი დაახლოებით 949,000 და 785,000 დოლარი ღირს.
Therichest ვარსკვლავური ოჯახის მედია პოზიციონირების შესახებ:
- კაილი ჯენერი – 1 835 000 დოლარი ერთი პოსტიდან
კაილი ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე მაღალშემოსავლიანი წევრია. თავისი კოსმეტიკური ბრენდის გარდა, კაილი მილიონებს თავისი 375 მილიონი გამომწერისთვის ცხოვრების სტილის გაზიარებით გამოიმუშავებს.
HopperHQ-ის მიხედვით, ის მოხვდა ცნობილ ადამიანთა სამეულში, რომლებიც ინსტაგრამზე ერთ პოსტში 1 835 000 დოლარს გამოიმუშავებენ.
- კიმ კარდაშიანი – 1 689 000 დოლარი ერთ პოსტში
ოჯახის ყველაზე სკანდალურმა წევრმა 2022 წელს 1 მილიარდი დოლარის გამომუშავება შეძლო და მილიარდერის სტატუსსაც მიაღწია. მისმა 336 მილიონმა გამომწერმა კიმი 2022 წელს სოციალურ მედიაში მეექვსე ყველაზე მაღალანაზღაურებად სელებრითად აქცია.
USMagazine-ის თანახმად, თავად კიმი აცხადებს, რომ უფრო მეტ ფულს შოულობს Instagram-ზე ერთი პოსტით, ვიდრე მთელი KUWTK სეზონი.
- კენდალ ჯენერი – 1 290 000 დოლარი ერთ პოსტში
კენდალის 266 მილიონ გამომწერს უყვარს მისი სტილი. იგი თითოეული პოსტიდან Instagram-ზე დაახლოებით 1 290 000 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ბრენდები, როგორიცაა Pepsi, Estee Lauder, Adidas და Stuart Weitzman და სხვა, მასთან წლებია თანამშრომლობს.
- ქლოე კარდაშიანი – 1 320 000 დოლარი ერთ პოსტში
Good America ტანსაცმლის ბრენდის დამფუძნებელი მსოფლიოს მასშტაბით სოციალური მედიის გავლენის ტოპ ათეულშია. ქლოეს Instagram-ზე ჰყავს 282 მილიონი გამომწერი, რითიც იგი დაახლოებით 1 320 000 მილიონ დოლარს იღებს.
DailyMail-ის მიხედვით, ის უფრო ბოდი პოზიტივის კამპანიის მოყვარულია.
- კორტნი კარდაშიანი – 785 000 დოლარი ერთ პოსტში
ცნობილია, რომ ვეგანი კარდაშიანი ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის პოპულარიზაციას მისი სოციალური პოსტებით. ის კარდაშიან-ჯენერების კლანის ყველაზე ნაკლებად პოპულარული წევრია, 205 მილიონი გამომწერით.
Poosh არის მის მიერ დაარსებული დაბალანსებული ცხოვრების სტილის ბრენდი, რომელიც ჯანსაღ რეცეპტებს აზიარებს. კორტნი ერთ პოსტში დაახლოებით 785 000 დოლარს გამოიმუშავებს.
- კრის ჯენერი – 188 800 დოლარი ერთ პოსტში
ცნობილია, რომ ოჯახის უფროსი მისი შვილების ყველა ბიზნეს წამოწყებიდან 10%-ს გამოიმუშავებს.
შეფასებულია, რომ ერთი პოსტიდან იგი დაახლოებით 188 800 დოლარს გამოიმუშავებს. SCMP-ის თანახმად, მისი წმინდა ქონება დაახლოებით 190 მილიონი დოლარია.
- კეიტლინ ჯენერი – 574 000 დოლარი ერთ პოსტში
Wonderwall-ის თანახმად, ოლიმპიური პრიზიორი თითო ზარში და მისალმებაში ფანები 2300 დოლარს იხდიან.
საქველმოქმედო პოსტებისთვის კი კეიტლინი დაახლოებით 10 000-15 000 დოლარს გამოიმუშავებს. მას “ინსტაგრამზე“ 14 მილიონი გამომწერი ჰყავს.
- რობ კარდაშიანი – 79 000 დოლარი ერთ პოსტში
რობმა თავისი სოციალური მედია მომგებიან ბიზნესად აქცია თავისი ცხელი სოუსის ბრენდის Grandeza-ს გამოშვებით. 3 მილიონზე მეტი მიმდევარით, ყოფილი რეალითი ვარსკვლავი ერთ პოსტში დაახლოებით 79 000 დოლარს შოულობს.