„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-10 წელს აღნიშნავს. ტრადიციულად, კომპანიის ყოველ იუბილეზე, ფრანგული ბრენდი ქართველ მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზებით ანებივრებს, რათა გამოხატოს მადლიერება კარფურის მიმართ არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის. გამონაკლისი არც ეს წელია.
ამჯერად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 23 მაისიდან – 29 მაისის ჩათვლით, კარფურმა ქართული პროდუქციის გამოფენა მოამზადა, „ისთ ფოინთის“, „თბილისი მოლის“, ქუთაისის, რუსთავისა და ბათუმის ჰიპერმარკეტებში და „ჯითისის“ სავაჭრო ცენტრში არსებულ სუპერმარკეტში. კამპანია – „ქართული დღეების“ ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ, ქართული წარმოების პროდუქტები დააგემოვნონ — ხორცეული, ძეხვეული, რძის პროდუქტები, სხვადასხვა დელიკატესები, ქართული ტკბილეული, ღვინო, ლუდი და სხვა უამრავი პროდუქცია.
გარდა ამისა, ფერმერებს სპეციალური შეთავაზებები აქვთ საკუთარ წარმოებაზე.
ადგილობრივი წარმოების გამოფენის გარდა, 26 მაისს, მაღაზიების დამთვალიერებლებს უამრავი სიურპრიზი და სახალისო აქტივობა დახვდათ, როგორიცაა თემატური სტენდები და დეკორაციები, გასართობი თამაშები (თავსატეხები, ეკომეგობრული საღებავებით სახის მოხატვა და ა. შ.).
კარფური გახსნის დღიდან ცდილობს ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებასა და ფერმერებს, რათა საკუთარი პროდუქცია განავითაროს და მისი რეალიზაცია ქართულ ბაზარზე მოახდინოს. ბრენდი დღემდე აქტიურად აგრძელებს ქართველი ფერმერების მხარდაჭერასა და მომხმარებლებისთვის ახალი, ჯანსაღი ადგილობრივი პროდუქციის პირდაპირ ფერმებიდან მიწოდებას.
წლების განმავლობაში, ბრენდმა თავისი საქმიანობით გააძლიერა და განავითარა ურთიერთობა უამრავ ქართველ მომწოდებელთან. ქართულ ბაზარზე შემოსვლის შემდეგ „კარფურმა“ 800-ზე მეტ მომწოდებელთან ითანამშრომლა, დაეხმარა ადგილობრივ ფერმერებს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი პროდუქციის რეალიზაციაში და წვლილი შეიტანა სოფლის მეურნეობის განვითარებაში, რითაც ხელი შეუწყო ქართული ეკონომიკის გაძლიერებას.
დღეს ბრენდი 70 მაღაზიითა და 3000-მდე ადგილობრივი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. “კარფური” აქტიურად აგრძელებს ქართველი ფერმერების მხარდაჭერას და მომხმარებლებისთვის ყოველდღიურად, ახალი, ჯანსაღი ადგილობრივი პროდუქციის პირდაპირ ფერმებიდან მიწოდებას.