30 ივნისიდან დომინიკელთა რესპუბლიკა, ანტიგუა და ბარბუდა, გრენადა, სენტ-კიტსი და ნევისი დოკუმენტს ღირებულებას 200 ათას დოლარამდე გააორმაგებს და ასევე, აპირებენ აღმოფხვრან ხარვეზები, რომლებიც „ოქროს პასპორტის“ ფასდაკლებით გაყიდვის საშუალებას იძლევა – ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.
„ოქროს პასპორტის“ მიღების წესს კუნძულოვანი სახელმწიოფები აშშ-ისა და ევროკავშირის მუდმივი ზეწოლის ფონზე ამკაცრებენ.
„ოქროს პასპორტის“ ადგილობრივ პროგრამებს ევროპული და ამერიკული მარეგულირებლები ყურადღებით აკვირდებიან. მათ შეშფოთეებას ის იწვევს, რომ სქემას ხშირად საიმიგრაციო კონტროლის ასარიდებლად და „კრიმინალების თავშესაფრად“ იყენებენ, რადგან „ოქროს პასპორტი“ ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას უზრუნველყოფს.