ორი კვირის წინ, კარტოფილის საბითუმო ფასმა საქართველოში რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია – 1 კილოგრამის ღირებულება 1,7 ლარს შეადგენდა. მას შემდეგ ფასები ამ ნიშნულის გარშემო სტაბილიზდება
თავდაპირველად, კარტოფილის აღება ივნისში, ქვემო ქართლში იწყება, ოქტომბერში კი ბაზარს სამცხე-ჯავახეთის მოსავალიც ემატება, რომელიც პროდუქტის უმსხვილესი მწარმოებელი რეგიონია საქართველოში.ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, წელს აქ საკმაოდ დაბალი მოსავლიანობა იყო. სწორედ ამ ფაქტორის გამო და იმპორტის არარსებობის გამო, ფასებმა ზრდა დაიწყო. წლის პირველი 9 თვის განმავლობაში, საქართველომ 1300 ტონა კარტოფილი შეიძინა, რაც უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში იმპორტის ყველაზე დაბალი მოცულობაა. ოფიციალური მონაცემებით, ივლისიდან სექტემბრამდე იმპორტი საერთოდ არ განხორციელებულა. ოქტომბრის მონაცემები კი ჯერ არ განახლებულა.
ასევე ცუდი მოსავალია მეზობელ თურქეთში, რომელიც ძირითადი იმპორტიორია საქართველოში. ცნობილი ხდება, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდის აღსაკვეთად, თურქეთმა კარტოფილის ექსპორტი აკრძალა. რაც შეეხება სხვა შესაძლო იმპორტიორ ქვეყნებს, ესენი შეიძლება იყოს ეგვიპტე და ისრაელი, მაგრამ ტრანსპორტირების მაღალი ხარჯები ამ მომწოდებლების შეთავაზებებს არც ისე მომგებიანს ხდის.
საქართველოში ფასების შემდგომ ზრდას უახლოეს კვირებში ელოდებიან. მოსალოდნელია, კვლავ მაღალი იქნება მოთხოვნა, კარტოფილის მარაგები კი შემცირდება – წერს East-Fruit-ი