RSS კატეგორია

ქართულ ბაზარზე ჩაის ახალი პრემიუმ ბრენდი – „დილმა“ გამოჩნდა

0
გაზიარება

მაღაზიების დახლებზე, ალბათ, უკვე შეამჩნიეთ ერთად ჩამწკრივებული ფერად-ფერადი ყუთები. ვინც ჯერ კიდევ არ იცით, ეს „დილმაა“ – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე ხელით დაკრეფილი ცეილონის ჩაი. ყუთების ფერები კი მასში მოთავსებულ ჩაის განსხვავებულ გემოებს აღნიშნავს.

შრი-ლანკურ ჩაის კულტურასა და ცეილონის ჩაის მთავარ მწარმოებელ „დილმაზე“ უფრო მეტის მოსაყოლად ამ საუცხოო ტროპიკულ ქვეყანა-კუნძულზე „ევროპროდუქტისა“ და Movement-ის გუნდმა იმოგზაურა. ვიდეოში გაიგებთ, რა დატვირთვა აქვს ჩაის ადგილობრივებისთვის, რატომ უნდა იყოს ის აუცილებლად საუკეთესო და რატომ იჩენენ მისი წარმოებისას ამხელა სიფრთხილეს.

წესების დაცვით, ნამდვილ ცეილონის ჩაის ოჯახური კომპანია „დილმა“ აწარმოებს. მისი ისტორია 1985 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც შრი-ლანკელმა მერილ ჯეი ფერნანდომ ჩაის მოყვანისა და დამუშავების მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვა და თავად გადაწყვიტა საკუთარი საწარმოს შექმნა. კომპანიის სახელწოდებად შვილების – დილანისა და მალიკის – სახელების პირველი ასოები შეარჩია და ასე მიიღო „დილმა“. დღეს ის ბიზნესს ოჯახთან ერთად უძღვება და შრი-ლანკაში უკვე 35 წელია – ნომერ პირველ, მსოფლიოში კი ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ხარისხის ჩაის ქმნის.

ნამდვილი ჩაის მოყვარულები „დილმას“ შეძენას „ევროპროდუქტის“ მაღაზიათა ქსელში, ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში შეძლებთ.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!