100 წლის ბრაზილიელი უოლტერ ორტმანი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ერთ კომპანიაში ყველაზე დიდხანს მომუშავე ადამიანი.
ორტმანი ReneauxView-ში 1938 წლის 17 იანვარს, 14 წლის ასაკში დასაქმდა. მისი პირველი პოზიცია კურიერის თანაშემწე იყო. 14 წლის ბიჭი შტატში აიყვანეს, ვინაიდან მან კარგად იცოდა გერმანული ენა, ქალაქ სანტა-კატარინაში კი ბევრი გერმანელი ცხოვრობდა.
„1938 წელს ჩემს მშობლებს სჭირდებოდათ, რომ ჩვენ, ბავშვებსაც მუშაობდა დაგვეწყო. ხუთი ვაჟიდან ყველაზე უფროსი ვიყავი, ამიტომ დედამ ფაბრიკაში სამსახურის მოსაძებნად წამიყვანა“, – ამბობს ორტმანი.
ძალიან მალე ის გამყიდველის პოზიციაზე, შემდეგ კი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე დააწინაურეს.
„ამის შემდეგ სან-პაულუში წავედი და ერთ კვირაში იმდენი შეკვეთა გავაფორმე, რამდენიც, გეგმის მიხედვით, სამ თვეში უნდა გამეფორმებინა“, – იხსენებს ორტმანი.