კერძო სკოლა „თამარიონი“, რომელიც გორში 1995 წლიდან ფუნქციონირებს,დღეს საკმაოდ წარმატებული,მოთხოვნადი სკოლაა და კონკურენტუნარიან გარემოში ღირსეული ადგილს იკავებს.
სკოლა „თამარიონი“ 25 წლის ისტორიის მანძილზე, ერთ-ერთი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, რომელიც პირველ რიგში ორიენტირებულია ბავშვზე და მის განვითარებაზე, მათ შორის ფსიქოლოგიური, პიროვნული, გონებრივი, ფიზიკური და ა.შ.
„თამარიონში“ ბავშვები როგორც პიროვნულად,ასევე მოქალაქეობრივად აქტიურ პიროვნებებად ყალიბდებიან.მშობლები მშვიდად არიან, რადგან მათი შვილი ჩვენს გარემოში დაცულები არიან, სადაც არის ჯანსაღი ურთიერთობები და დამოკიდებულებები. 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ჩვენს სკოლაში ბავშვები მათზე მორგებულ სრულ განათლებას მიიღებენ.ჩვენ გვაქვს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან საინტერესო პროექტები დაგეგმილი. სკოლა „თამარიონი“-ს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები, კურსდამთავრებულები რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე გრანტებით ირიცხებიან პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში“ – კერძო სკოლა „თამარიონის“ ხელმძღვანელი, თამარ უთნელიშვილი
„თამარიონის“ – ხარისხი არის გარანტირებული