სტომატოლოგების შიშის დაძლევაში მცხეთის მოსახლეობას მეექვსე წელია KF Dental ეხმარება. კლინიკაში ფუნქციონირებს ყველა საჭირო სტომატოლოგიური მომსახურება : თერაპია, ქირურგია, ბავშვთა სტომატოლოგია, ორთოპედია, ორთოდონტია, იმპლანტაცია.
კლინიკა გამოირჩევა მაღალკვალიფიციური სტომატოლოგების გუნდით. კლინიკაში მისული პაციენტი მარტივად უმკლავდება შიშს, რომელიც დაკავშირებულია სტომატოლოგიასთან.
მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ პაციენტი რომელიც კლინიკას სტომატოლოგიური პრობლემით მიმართავს, სრულყოფილი ანამნეზის საფუძველზე, საჭიროებისამებრ ხდება მისი გადამისამართება შესაბამისი პროფილის ექიმთან.
KF dental წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციისა და ჯანდაცვის განვითარებათა და უფლებათა დაცვის ლიგის წევრია.