რეგიონებიRSS კატეგორიასხვაქართული წარმოებაშიდა ქართლი

ხილარი – 100% ნატურალური ქართული ხილის წვენები

0
გაზიარება

„ხილარი“ 2017 წელს ჩამოყალიბდა და ორიენტირებულია 100% ნატურალური, ქართული ხილის გადამუშავებით მიღებული წვენების წარმოებაში. 

ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „ხილარი“ 8 სახეობის პროდუქტს უშვებს. ასორტიმენტი მრავალფეროვანია, რომელიც მზადდება სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულისგან: ვაშლი, ატამი, ყურძენი, ალუბალი, პომიდორი, ფორთხოხალი, კივი, ვაშლი, ქლიავი, კომში. ყველა პროდუქტი, რომელსაც კომპანია აწარმოებს, არის ადგილობრივ ბაზარზე მოპოვებული ნატურალური ხილისგან. შესაბამისად გამორჩეულია თავის გემოვნური და ჯანსაღი თვისებებით.

მისი პროდუქცია გადის ექსპოტზე: ყატარში, ამერიკასა და კანადაში.კომპანიის მიზანია წვენების 70% გაიტანოს ქვეყნის გარეთ. ამასთან ქართველ გლეხებს მისცეს საშუალება, მათი პროდუქტის შეძენით და გადამუშავებით, სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება.

“ხილარის” შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი მხატვარი Nancy Woland წერს :

“ერთ ისტორიას მოგიყვებით. ერთხელ ფულის დახურავების მიზნით,დემემ მაღაზიაში შეირბინა და წვენი მიყიდა. რომ ვკითხე, კომშის რატომ იყიდე მეთქი, რავი ყველაზე უცნაური რაც შემვხდა პირველი, ეგ იყოო. რომ გავხსენი და დავლიე, მივხვდი, რომ მე, მე ვიყავი და ის, ის. ამის მერე ყოველ დღე ჩემი გაღვიძება და ხილარის კომშის წვენი მინდაააას ამოხავლება ერთი იყო, ჰოდა სამწუხაროდ ყველა მაღაზიაში არ არის და ესე ძებნა მიწევდა ყველგან, თუმცა ვპოულობდი. ერთხელ მართლა ყველანაირი მიკერძოების გარეშე review დავუწერე გვერდზე, მინდა რომ ჩემი ონკანიდან თქვენი კომშის წვენი მოდიოდეს მეთქი და არც აციეს არც აცხელეს, აი ეს მაჩუქეს. სიმართლე რომ გითხრათ, სხვა ხილის არც გამისინჯავს ჯერ ეს იმდენად მიყვარს, მაგრამ დიიიდი ეჭვი მაქვს, რომ სხვა გემოებიც ძალიან კარგი იქნება. მოკლედ მადლობა ამხელა მარაგისთვის ხილარი • Khilariს და დიდი იმედი მაქვს, უფრო გაიზრდებით და ყველგან დახლებზე თქვენი წვენები იქნება. გულწრფელი რეკომენდაციაა სრულიად, სხვა წვენებს არც ვსვამ ამის მერე ”

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიამ დიდი წვლილი შეიტანა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად წამოწყებულ საქველმოქმედო აქციაში : ” სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას და გვსურს ჩვენი ერთობლივი წვლილი შევიტანოთ მათ დახმარებაში, შესაბამისად კომპანიებმა ერთობლივად მოვამზადეთ ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც გავაგზავნით ჩვენს მეგობარ ქვეყანაში “აწარმოე საქართველოში” – ს შუამდგომლობით”

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!