სასიამოვნო სიახლე SuccessCard.ge -ს მომხმარებლებისთვის, ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებისა და საბავშვო ავეჯის მწარმოებელი კომპანია – გოგორა წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა
„გოგორა“ ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებისა და საბავშვო ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში, კერძოდ მაღალმთიან აჭარაში გეგმავს ფუნქციონირებას. ევროპული სტანდარტებით შექმნილი საწარმო მწვანე ტექნოლოგიებისა და მყარ საწვავზე მომუშავე გათბობის სისტემის მეშვეობით იქნება საქართველოში პირველი ენერგოეფექტული საწარმო, სადაც ხის საბავშვო ეკო-მეგობრული პროდუქცია დამზადდება. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთაში მცხოვრებთა, განსაკუთრებით, ქალებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმება. ჩვენი საწარმოო პროცესი გაზიარეულ ფასეულობებს ემყარება. საწარმო შშმ ადაპტირებულია, რაც ქმნის მოხერხებულ გარემოს სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
„გოგორა“ პატივს სცემს სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას და სავაჭრო ნიშანს. პროდუქტის დიზაინის ძირითადი ხაზი ქართულ ეთნოგრაფიულ თემატიკას ემყარება, როგორც ვიზუალის, ისე ხის დამუშავების ტრადიციის ნაწილში. კომპანია მუშაობს ტრადიციული ქართული სათამაშოების თანამედროვე მოდელებზეც, რომლითაც პოპულარიზებას მოახდენს ქართული ხალხური სათამაშოების ოსტატებსაც. კომპანიისთვის, ასევე პრიორიტეტულია უკვე კარგად ნაცადი, ბავშვების ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე მორგებული საერთაშორისოდ აღიარებული პროდუქტები, რომელთა ხელმისაწვდომობის მიზნით ქართველ მომხმარებელს ადგილობრივ წარმოებას შეთავაზებს