პროფესორებმა ოზლემ ტურეჩიმ და უგურ საჰინმა BBC-ს განუცხადეს, რომ მათი კომპანია ამჟამად ავითარებს კიბოს ვაქცინას, რომელიც, ამ სასიკვდილო დაავადების მკურნალობაში მნიშვნელოვანი გარდატეხა იქნება.
ტურეჩის თქმით, სწორედ mRNA-სა და პაციენტზე დაფუძნებული სიმსივნის ვაქცინების კვლევამ მიიყვანა ისინი ცილის აღმოჩენებამდე, რომლებიც მოქმედებდა როგორც “ზურგის ქარი” COVID ვაქცინებისთვის. კორონავირუსის ვაქცინების კვლევამ ხელი შეუწყო კიბოს მკურნალობის კვლევას, რომელიც ორიენტირებულია ავთვისებიან სიმსივნეებზე, როგორებიცაა: მელანომა და ნაწლავის კიბო.
BioNTech-ის განვითარებად ვაქცინებში mRNA ან მესენჯერი რნმ შეძლებს, განასხვავოს კიბოს უჯრედები ნორმალური უჯრედებისგან და შემდეგ მოკლას ისინი.
ტურეჩის აზრით, შეუძლებელია, კიბოს ვაქცინამ არ იმუშაოს, რადგან ყველაფერი, რაც იმუნური სისტემის შესახებ ვიცით და კიბოს ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებული მიღწევები აჩვენებს, რომ შეგვიძლია მკვლელი T-უჯრედების სტიმულირება და მართვა.