ვაჭრობის სფეროკვებასტარტაპები

“კნატი” – განსაკუთრებული სიახლე ნუშის მოყვარულთათვის

0
გაზიარება

ნუშის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული სიახლეა – ქართულ ბაზარზე ახალი კომპანია “კნატი” გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს ოთხ სხვადასხვა სახეობის ნუშის ხემსს სთავაზობს. კნატის გემოებს შორის შოკოლადის, მარილიანი, მოხალული და დარიჩინის ნუშებია.

კნატის დამფუძნებლები გადაცემა “საქმიან დილაში” აღნიშნავენ, რომ “კნატის” წარმოების შთაგონება ნუშის ინტენსიური ბაღები გახდა, რომელთა გაშენება საქათველოში აქტიურად მიმდინარეობს.

“საქართველოში ნუშის ინტენსიური ბაღები აქტიურად შენდება. კომპანიას, რომელიც საქართველოში ნუშის ნერგების შემომტანია, საცდელი ბაღი ჰქონდა, რომლის ნახვის შემდეგაც წარმოების იდეაც გაგვიჩნდა. ჩვენი მიზანი იმპორტირებული პროდუქტისთვის კონკურენციის გაწევა იყო, დღეს დახლებზე ქართული შეფუთული ნუში ნაკლებად არის, თუ არის ძირითადად ხელნაკეთია. ჩვენ კი გვინდოდა საწარმო ხაზი ყოფილიყო.

ამ დროისთვის “კნატი” ჰიპერმარკეტებში იყიდება, მაგრამ იმისათვის, რომ პროდუქტი მასობრივი მოხმარების იყოს, საცალო მარკეტებშიც აუცილებლად შევალთ” – აღნიშნავს “კნატის” თანადამფუძნებელი ნუცა კოპალიანი.

“კნატის” საქმიანობა 1 წელს ითვლის. საწარმო ხაზის გასამართად სტარტაპს 100 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია სჭირდებოდა. დამფუძნებლებმა თანხის ნაწილი საკუთარი ძალებით მოიძიეს, დანარჩენის მობილიზება კი თიბისი ბანკის, კერძოდ, კი პროგრამა “სტარტაპერის” დახმარებით შეძლეს.

“სასიხარულოა ისეთი პროგრამების არსებობა, როგორიც “თიბისის სტარტაპერია”. ის დამწყებ მეწარმეებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. თიბისი ბანკმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს საქმიანობაში. თავდაპირველად ეს სასესხო მომსახურება იყო, პროდუქტის შემქნის შემდეგ ბანკი “კნატის” განვითარებაში აქტიურად არის ჩართული,” – განმარტავს სტარტაპის თანადამფუძნებელი სალომე ბართიშვილი.

მსგავსი სიახლეები

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია რესტორანი – ცირკი

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

ისტორიულ შენობაში მდებარე სასტუმრო “ჯორჯია გოლდი” – მყუდრო და სასიამოვნო გარემო თქვენი დასვენებისთვის

2020 წელს ქ. გორში, შეიქმნა სივრცე, რომელიც სასტუმროს, ულამაზესი კაფე-ბარსა და სპორტული სტანდარტების შესაბამის, ქალაქში ყველაზე დიდ საცურაო აუზს აერთიანებს. სასტუმრო ,,ჯორჯია გოლდი’’ ისტორიული შენობაში მდებარეობს, სადაც…

შატო დე ვერე – საოცარი კერძები, განსაკუთრებული ინტერიერი და მრავალფეროვანი სივრცეები ერთ დიდ თავგადასავალს ქმნის

თბილისიდან რამდენიმე წუთში, კოჯრისკენ მიმავალ გზაზე, შინდისში გამორიცხულია თქვენი ყურადღება არ მიიქციოს განსაკუთრებული არქიტექტურის მქონე კომპლექსმა „შატო დე ვერემ“ ყველაფერი მარტივი გენიალურია… სწორედ ამ გამონათქვამს…

რესტორანი ველური დასავლეთი•Wild West ბათუმში – სივრცე, რომელიც დაგეხმარება იმოგზაურო ძველ ტეხასში შერიფების, კოვბოების და ინდიელების ქალაქში

იდეა, რომ საქართველოში ძველი ველური დასავლეთის მსგავსი რესტორანი ყოფილიყო, ორიგინალურობით ნამდვილად გამოირჩევა - ადგილი, სადაც ყოველი დეტალი და ორნამენტი სტუმარს მისცემდა შესაძლებლობას ემოგზაურა ძველ ამერიკაში, ტეხასში და…

ყველის სახლი ბათუმში – ქართული ყველის ისტორიული გემოები და ექსკლუზიური პროდუქტები

4 წლის წინ ორი მეგობრის საერთო იდეის ირგვლივ გაერთიანების შედეგად „ყველის სახლი ბათუმში“  შეიქმნა. ეს არის ამბავი უბრალოდ კარგ ყველზე, რომელიც აერთიანებს ყველის წარმოების კულტურას და ისტორიას საქართველოში. ქართული ყველის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!