საქართველოს საბანკო სექტორის მიერ გასული წლის დეკემბერში ჯამში 5.325 მლრდ ლარის ბიზნეს სესხი გაიცა, საიდანაც ლარში გაცემულ კრედიტებზე 3.286 მლრდ მოდის, უცხოურ ვალუტაში კი 2.038 მლრდ.
2022 წლის დეკემბერში ჯამში კომერციულმა ბანკებმა შინამეურნეობებზე 24.236 მლრდ ლარის სესხი გასცეს, აქედან ეროვნულ ვალუტაში – 16.948 მლრდ ლარი, უცხოურ ვალუტაში კი 7.288 მლრდ-აღნიშნულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციაში
საფინანსო ინსტიტუტების მიერ დეკემბერში მცირე და საშუალო ბიზნესზე ეროვნულ ვალუტაში გაიცა 2.748 მლრდ ლარის სესხი, უცხოურ ვალუტაში – 1.168 მლრდ. ამასთან, დეკემბერში ლარში გაიცა 538.5 მლნ ბიზნეს-სესხი (გარდა მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხისა), უცხოურ ვალუტაში კი 870.7 მლნ-ს.
სამომხმარებლო სესხი – ლარში 6.8 მლრდ; უცხოურ ვალუტაში – 889,304 მლნ.
უძრავი ქონების შესაძენად და რემონტისთვის გაცემული სესხი – ლარში 5.3 მლრდ; უცხოურ ვალუტაში – 4.2 მლრდ
ავტო სესხი – ლარში 133.7 მლნ; უცხოურ ვალუტაში 88.6 მლნ;
სალომბარდე სესხი – ლარში 308.3 მლნ; ეროვნულ ვალუტაში 1,9 მლნ;
ეროვნულ ვალუტაში საბანკო სექტორმა 999,6 მლნ ლარის სესხი გასცა, უცხოურ ვალუტაში კი, 35.4 მლნ ლარის სესხი კერძო სექტორისთვის.