ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წელს ორ თვეში კომერციული ბანკების მიმართ მომხმარებლების მხრიდან 2 339 საჩივარი დაიწერა, 2022 წლის იგივე პერიოდში – 1 656.
სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში დაფიქსირებული პრეტენციებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე დაფიქსირდა.
2024 წლის თებერვალში პროდუქტების მიხედვით საჩივრებია:
- მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი – 1 021 განაცხადი;
- სამომხმარებლო სესხი – 629 განაცხადი;
- საკრედიტო ბარათი – 120 განაცხადი;
- ინტერნეტბანკი – 102 განაცხადი;
- იპოთეკური სესხი – 66 განაცხადი.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი – 898 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები – 604 განაცხადით, მე-3 ადგილზეა ადმინისტრაცია/მომსახურება 389 საჩივრით და ა.შ.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში 2 339 საჩივრიდან ბანკებმა 1033 განაცხადი – უსაფუძვლოდ, 388 – საფუძვლიანად მიიჩნიეს; 913 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 5-ის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.