მსოფლიოში პირველი ოქროს მონეტების ბანკომატი კომპანია Goldikka-მ ინდოეთის ქალაქ ჰაიდერაბადში გახსნა. მაცხოვრებლებს საშუალება მიეცათ, ოქროს მონეტები საკრედიტო ან სადებეტო პლასტიკურ ბარათებზე არსებული თანხით შეიძინონ. ინდური კომპანიის განცხადებას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„სიამაყით ვაცხადებთ, რომ წარმატებით ჩავუშვით „ოქროს ბანკომატები!“ ვიმედოვნებთ, რომ ამ მიღწევით ინდოეთი კვლავ „ოქროსბუმბულიანი ჩიტი“ გახდება,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს, 0,5-დან 100 გრამამდე ოქროს მონეტები შეიძინოს. მსოფლიოს პირველი „ოქროს ბანკომატი“ ჩაშენებული კამერითა და ხმოვანი სიგნალიზაციის სისტემით არის აღჭურვილი.Goldikka ოქროს მონეტების მსოფლიოს პირველ ბანკომატზე გაჩერებას არ აპირებს და უახლოეს მომავალში იმავე ქალაქ ჰაიდერაბადში კიდევ ოთხი ასეთი ავტომატის გახსნას გეგმავს.
„ჩვენ ჰაიდერაბადში, მათ შორის აეროპორტში, კიდევ ოთხი ბანკომატის დამონტაჟებას ვგეგმავთ, რის შემდეგაც ჯერ მთელ ქვეყანას, ბოლოს კი მთელ მსოფლიოს დავფარავთ,“ – წერს Twitter-ის გვერდზე Goldikka-ს ვიცე-პრეზიდენტი, რიტიკა მიტრა.