კომპანია IDS BORJOMI International-ის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზების ოფიციალურად მიღების შემდგომ, IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს.
მათივე ინფორმაციით, შეთანხმების შედეგად:
მაკონტროლებელ აქციონერს IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია აღარ ექნება.
IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა 8-დან 2 წევრამდე შემცირდება.
IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნება.
„IDS BORJOMI International-ის აქციონერები თითოეულ ქვეყანაში თუ ბაზარზე კომპანიის წარმატებაზე მუდმივად ზრუნავდნენ. ჩვენ, IDS BORJOMI ამ შეთანხმების მიღწევის მხარდაჭერის პროცესში საქართველოს მთავრობის მადლობელი ვართ. ამ რთულ ვითარებაში, ეს გადაწყვეტილება კომპანიას გრძელვადიანი განვითარების გაგრძელების საშუალებას აძლევს,“ – აცხადებს IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, ელხან ალნაზაროვი.