კომპანია Lenovo მომხმარებელს სთავაზობს დამატებითი გარანტიის სერვისს – შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვას (ADP_ Accidental Damage Protection). გაუთვალისწინებელი შემთხვევების ჩამონათვალი, რომელსაც ADP სერვისი ითვალისწინებს, საკმაოდ ვრცელია: მოწყობილობის ვარდნა (არა უმეტეს 5მ სიმაღლიდან), ძაბვის ვარდნით გამოწვეული დაზიანება, LCD ეკრანის გაბზარვა, კლავიატურაზე წყლის, ყავის ან სხვა რაიმე სითხის დასხმა. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ შემთხვევით გამოწვეულ ზიანს სტანდარტული საგარანტიო მომსახურება არ ფარავს.
Lenovo-ს შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის (ADP) სერვისი მომხმარებელს თავიდან აცილებს საკმაოდ ძვირადღირებულ შეკეთების სერვისს ან სულაც ახალი მოწყობილობის შეძენას და გაუთვალისწინებელი დანახარჯების 28%-დან 80%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა.
შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის სერვისი – ADP – Lenovo-ს მიერ ავტორიზებულ სერვის ცენტრში მაღალპროფესიონალი ტექნიკოსების მიერ სერტიფიცირებული ნაწილების გამოყენებით ხორციელდება. ტექნიკოსებს არ გამორჩებათ მხედველობიდან ის ფარული დაზიანებაც, რომელიც სხვაგვარად შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენილიყო. იმ შემთხვევაში კი, თუ მოწყობილობა შეკეთებას არ ექვემდებარება, მომხმარებელს ახალი ნივთი გადაეცემა.
დამატებითი მომსახურების – შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის სერვისის (ADP) შეძენა შესაძლებელია Lenovo-ს ნოუთბუქის ან პლანშეტის შეძენისას Lenovo-ს ავტორიზებულ პარტნიორებთან – ალტა და ელიტ ელექტრონიქსი.