Microstrategy ამჟამად კრიპტოაქტივების უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია მსოფლიოს მასშტაბით, ის ჯამში 140,000 ბიტკოინს ფლობს, რომლის ღირებულებაც 4 მილიარდ დოლარს აღწევს. ტრანზაქციის საშუალო ფასმა 28,000 დოლარი შეადგინა.
კომპანიის დამფუძნებლის, მაიკლ სეილორის განცხადებით, ბიტკოინი საუკუნის საუკეთესო საინვესტიციო აქტივია და ყველა საღად მოაზროვნე კომპანიის ლიდერმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ პორტფელში ბიტკოინი დაამატოს.
კრიპტო-ბირჟის ვარდნის ფონზე, Microstratey-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ერთ წელიწადში დაახლოებით 40%-ით შემცირდა.