Pilsner GigaBier კონსერვანტებისა და ყოველგვარი ქიმიკატების გარეშე გერმანიაში მზადდება, რომლის ერთი შეფუთვის ღირებულება 89 ევროს შეადგენს, რომელშიც სამი 330 მილილიტრიანი ბოთლია. თითოეული მათგანი შეფუთულია შავ ფერში, რომელსაც აქვს მბზინავი წარწერა Giga და მიუხედავად იმისა, რომ GigaBier არის საკოლექციო, სომელიები მასში შეძლებენ ციტრუსის, ბერგამოტისა და ხილის ნოტები იგრძნონ.
პილსნერს ამზადებენ გერმანიაში, 1516 წელს გამოცემული ლუდის სისუფთავის კანონის შესაბამისად. მისი ინგრედიენტებია წყალი, საფუარი, ქერის ალაო და სპეციალური ჯიშის სვია, რომელსაც Cyberhops ეწოდება.
GigaBier-ის ყიდვა შეგიძლიათ მხოლოდ ევროპის რიგ ქვეყანაში, ხოლო რეალიზაციით არის დაკავებული კომპანია BrouwUnie, რომელიც სპეციალიზირებულია კრაფტ ლუდებზე. იმისათვის, რომ ბოთლები მასიურად არ გაიყიდოს ონლაინ პლატფორმებზე, მყიდველს მის თითო შეფუთვას გადასცემენ ხელზე. limited edition ნიშნით თუ ვიმსჯელებთ, ტირაჟი მკაფიოდ შეზღუდული იქნება.
Tesla-ს უკვე დიდი ხანია აქვს მდიდარი გამოცდილება უჩვეულო აქსესუარების წარმოებაში. 2020 წელს ილონ მასკმა ტვიტერში დაწერა, რომ კომპანია გაყიდის S3XY დაბეჭდილ ატლასის შორტებს. შემდეგ კომპანიამ გამოუშვა Tesla Tequila სასმელი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დაგვიწყებია სერფინგის დაფები, საბავშვო ელექტრო მანქანები და სუნამო დამწვარი თმის სუნით.